ჩვენ შესახებ
ჩვენ ვართ სააღმზრდელო საგანმანათლებლო დაწესებულება საბავშვო ბაღი ,,ვარსკვლავები, რომელიც 1-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვებს სთავაზობს ეკოლოგიურად ჯანსაღ,ემოციურად და ფიზიკურად უსაფრთხო, გარემოს.
ბავშვობა თავისთავად არის ღირებული ეტაპი და ბავშვის ძირითადი საქმიანობა არის თამაში. ჩვენი მიზანია, შევქმნათ მზრუნველი,ბავშვის ინტერესებზე, შესაძლებლობებზე ოროენტირებული გარემო, სადაც თამაშისა და ძიების გზით, ბუნებასთან სიახლოვით ექნებათ მრავალმხრივ განვითარების შესაძლებლობა. შეიმეცნებენ სამყაროს, გამოუმუშავდებათ დამოუკიდებლობა, კრიტიკული აზროვნება, ემპათიურობა, ტოლერანტობა. სოციალურ-ემოციური, ინტელექტუალური და ფიზიკური უნარები.
მათ მოემსახურებათ მაღალლკვალიფიციური საგანმანათლებლო გუნდი, სწავლების თანამედროვე მიდგომებით და მეთოდებით .